თბილისი. 29 ოქტომბერს, გაიმართა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) პროექტის - ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა - პრეზენტაცია.
პროექტი წარადგინა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანასწორობის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ და ისაუბრა, როგორც პროექტის სამომავლო მიზნებზე, ისე ქვეყანაში უმცირესობათა კუთხით არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე.
„ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ქვეყანაში სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პროექტის უმთავრესი კომპონენტი ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა, მათი პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება იქნება“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)