თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს თორნიკე გერლიანის სტატიას: არაღიარებული ომის მიგრანტები, ანუ ვინ და როგორ იბრძვის ჰესების წინააღმდეგ.
„წინამდებარე სტატია განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობების ბრძოლისა და წინააღმდეგობის მეთოდებსა და სტრატეგიებს. ტექსტის მთავარი ფოკუსი იმ პოლიტიკურ-სამართლებრივი ჩარჩოების გამოკვეთაა, რომელსაც ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობები ეყრდნობიან და რომელთა მეშვეობითაც არტიკულირდება მათი მოთხოვნები. განსახილველი საკითხები მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკური ჩარჩოების გამოყენების საფუძვლებს, პრაქტიკებსა და მათ ურთიერთქმედებას. მსხვილი ჰიდროპროექტების მშენებლობის, გარემოსა და ადამიანზე მათი მძიმე ზეგავლენის შეფასების პარალელურად, ის გაბატონებული პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვები წარმოჩინდება, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ განვითარების თანამედროვე მოდელებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)