აჭარა. ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო მოხელეებისთვის, დაიწყო ტრენინგები ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით.
ტრენინგს წინ უძღვოდა კვლევა იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება პრაქტიკაში კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“; რამდენად გააზრებული აქვთ თანასწორობის პრინციპები საჯარო მოხელეებს და როგორ ახერხებენ ისინი ყოველდღიურ საქმიანობასა თუ კონკრეტულ კონტექსში თანასწორობის პრინციპის დაცვასა და დისკრიმინაციის შემთხვევების აღკვეთას.
კვლევა და ტრენინგი არის ნაწილი პროექტისა, რომელსაც ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: https://osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)