სამეგრელო. 1 ნოემბერს ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის მოეწყო შეხვედრა თემაზე „ეკოლოგიური კატასტროფები მსოფლიოში“.
„შეხვედრას უძღვებოდა გერმანელი მოხალისე, ალენა კემი. ტრენინგის მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს გუნდები და განიხილეს პლასტმასისა და პოლიეთილენის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასევე, გაეცნენ ინფორმაციას კამპანია "Friday for Future"-ს შესახებ. კამპანია ხორციელდება სკოლის მოსწავლეების მიერ მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც აქციებითა და დემონსტრაციებით ითხოვენ ღონისძიებებს გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების თავიდან ასაცილებლად“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)