თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი რიგით პირველი ანგარიშის წინასასესიო განხილვა ჩანიშნა.
„დოკუმენტის პირველადი განხილვა 2020 წლის 30 მარტი - 3 აპრილის შუალედში მოხდება, რომლის შედეგადაც კომიტეტი მას კიდევ ერთხელ - პლენარულ სესიაზე განიხილავს. აღნიშნული პროცედურების შედეგად, საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ანგარიშებისა და ინფორმაციის საფუძველზე, კომიტეტი შეიმუშავებს საქართველოს მიმართ დასკვნით რეკომენდაციებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კომიტეტის მიერ შეფასდება ქვეყანაში კონვენციის იმპლემენტაციის ხარისხი, მათ შორის, გაანალიზდება პროცესის პოზიტიური ასპექტები და მნიშვნელოვანი გამოწვევები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)