თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და კავკასიის უნივერსიტეტი მედია სკოლის სტუდენტებისთვის ატარებს კონკურსს „როგორ დავწეროთ საგამოძიებო ნაშრომი“.
„კონკურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ ცოდნა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, გაიუმჯობესონ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარები და პრაქტიკაში შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება. საკონკურსო ნამუშევრების შექმნამდე, მომავალ ჟურნალისტებს ორგანიზაციის ანალიტიკოსებმა: ბესო ნამჩავაძემ, ერეკლე ურუშაძემ, ლევან ნატროშვილმა და ზვიად ქორიძემ სალექციო ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ჟურნალისტური გამოძიებების სხვადასხვა მიმართულებებზე: პარტიების დაფინანსება, შესყიდვები, ღია მონაცემების გამოყენება, როგორ იწერება საგამოძიებო ნაშრომი“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)