თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს თამუნა ქებურიას ინტერვიუს გარემოს დაცვის საკითხებში საჯარო პოლიტიკის მრჩეველ და აქტივისტ, სამუელ რიევასთან. ინტერვიუ ეხება ჩილეში, 20 ოქტომბერს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვა.
„აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ მეტროს ტარიფების ზრდამდე იყო გარკვეული სიტუაცია, რამაც ძალიან გააბრაზა ხალხი. გაკეთდა რამდენიმე განცხადება მინისტრების მხრიდან, საიდანაც ისინი ხუმრობდნენ და დასცინოდნენ იმ სირთულეებს, რასაც რიგითი ადამიანები ყოველდღიურობაში აწყდებიან. შესაბამისად, ხალხი უკვე ძალიან გაღიზიანებული იყო.
მთელი ეს მოვლენები - მინისტრების აგდებული დამოკიდებულება, პროტესტის დელეგიტიმაციის მცდელობა, რიგითი ადამიანების ყოველდღიურ ყოფაზე მიყენებული დარტყმა ძერწავდა იმ დიდ კონტექსტს, სადაც შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც განვითარდა“...
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)