თბილისი. საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან ქალაქ წყალტუბოში არსებული შენობებისა და სივრცეების ფართომასშტაბიანი გასხვისების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რესურსების გაცხადებული ფორმით პრივატიზებას.
„პირველ რიგში, ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ამა თუ იმ საჯარო სივრცის, ქალაქისა და რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა და მხოლოდ იქ არსებული ქონებისა და საჯარო რესურსების პრივატიზებაში ხედავს განვითარების გზას. ამგვარი მიდგომა ქმნის სახელმწიფოს არაქმედითობის განცდას, აკნინებს სახელმწიფო ინსტიტუციების მნიშვნელობას და ხელს უწყობს სახელმწიფო ქონების დაუსაბუთებელი და გაუაზრებელი გაყიდვის შემთხვევებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)