თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ფაქტს და მოვუწოდებთ პროკურატურას, დროულად მოახდინოს ყველა დაზარალებული პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და საქმის დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება“, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას: დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი ყველა იმ პირს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სამართალდამცავთა ქმედებების შედეგად დაზიანდნენ; მიმდინარე საქმეზე დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პერიოდულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ“.
წყარო: article42.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)