თბილისი. ათი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დღესთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ მუქარას ეხმაურება.
„განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა და მათი საკუთრების დაზიანება არის ის მეთოდი, რომელიც „ქართულ მარშს“ და სხვა ძალადობრივ ჯგუფებს წარსულშიც გამოუყენებიათ. შესაბამისად, მათი მუქარის გამო რეალური საფრთხე ექმნებათ იმ პირებს, რომლებსაც განზრახული აქვთ, 8 ნოემბერს ფილმის პრემიერას დაესწრონ. ხელისუფლების პოლიტიკური რიტორიკა და გზავნილები დაუცველი ჯგუფების მიმართ უმეტესწილად ორაზროვანია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის ცნებებს. ხელისუფლება არათუ რიტორიკის დონეზე არ ეწინააღმდეგება მსგავსი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეებს, არამედ ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებით, ხელს უწყობს მათ ძალადობრივ ქმედებებს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)