თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ქამრან მამედოვის წერილს: დომინანტური მზერა საქართველოს აზერბაიჯანული თემის მიმართ.
„იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რას ნიშნავს უმცირესობების მიმართ დომინანტური მზერა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რა არის საქართველო და ქართველი, რადგანაც უმცირესობების მიმართ მზერას უმეტესად განსაზღვრავს ის, თუ სად გადის ზღვარი ე.წ. ქართველს, ანუ ჩვენიანს, და სხვებს შორის. საქართველოში ამის შესახებ ორგვარი ნარატივია დომინანტური. ერთის მიხედვით, ქართველი არის ეთნიკური ქართველი და, ამავე დროს, მართლმადიდებელი. ხოლო, ვინც ამ ფორმულის მიღმა რჩება, ისინი წარმოადგენენ უმცირესობებს, უცხოს, პრობლემას. ამის საუკეთესო მაგალითია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ბოლო კვლევა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის თითქმის ნახევარი ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას უარყოფითად მიიჩნევს“, ნათქვამია წერილში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)