თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით 2019 წლის 5 ნოემბრიდან გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარები სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.
„სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დასახელებული საერთაშორისო დოკუმენტების ქართულ ენაზე მისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს ყოველდღიურ საქმიანობაში, უფლებების ადვოკატირების პროცესში აქტიურად გამოიყენონ კომიტეტის მიდგომები და განმარტებები, რაც გააუმჯობესებს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის ხარისხს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)