თბილისი. ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განახლებული სამუშაო დოკუმენტი პარტნიორებთან ერთად განიხილა.
სამუშაო დოკუმენტი ძირითადი საერთაშორისო, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარედგინათ. ექსტენციის განახლებული სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფერმერებისთვის ცოდნისა და ინფორმაციის ხარჯთეფექტური მიწოდების გზით. ამ მიზნის მიღწევა გათვალისწინებულია საქართველოში არსებული 54 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის გარდაქმნით ფერმერთა რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის თანამედროვე სამსახურებად.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)