თბილისი. მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, 5 ნოემბერს საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა 2019 წელს მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოცაა შეფასებული.
„ანგარიშის თანახმად, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოავლინა სოციალური მედიის ათეულობით ყალბი ანგარიში, რომელიც სახელისუფლებო გზავნილებს ავრცელებდა, ახდენდა ოპოზიცური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა პირების დისკრედიტაციას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.mdfgeorgia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)