თბილისი. 7 ნოემბერს EMC-მ პრესკონფერენცია ჩაატარა და შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ახალი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის პროცესი.
„სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების განმარტებებმა აჩვენა, რომ ამ სისტემაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, სპეცრაზმისა და ლეტალური ძალის გამოყენების შესახებ, სათანადო ანალიზისა და ადეკვატური სამართლებრივი სტანდარტების გარეშე მიიღება. ცხადად ჩანს, რომ ამ პროცესში პრობლემურია სათანადო კოორდინაცია და არ არსებობს ფორმალურად გაწერილი პროცედურული სტანდარტები. უწყების შიგნით პროცესების ამ ფორმით ორგანიზება და გადაწყვეტილებების მიღების ეს წესი ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს ქმნის და უკიდურესად შემაშფოთებელი პრაქტიკაა“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)