აჭარა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლს იწყებს.
„6 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ჩატარდა პირველი შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და გარემოს დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. ტრენინგი დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სავარჯიშოებით“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)