თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს ორგანიზაციის მკვლევრის, გიორგი ბილანიშვილის ბლოგპოსტს: რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები.
„რამდენად ეფექტიანია რუსული პროპაგანდა, ამაზე ცალსახა პასუხი ალბათ არ არსებობს, რადგან რუსეთის ნეგატივის გადაფარვა, თუნდაც გამართული და კარგად ორგანიზებული პროპაგანდით საკმაოდ რთულია. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ დღეისათვის დასავლეთში, მათ შორის, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში, რუსული პროპაგანდის განეიტრალება ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად სრულიად სამართლიანად მიიჩნევა, რაც სათანადოდ ასახულია კიდეც ამ ქვეყნების კონცეპტუალურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა დოკუმენტებში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.gfsis.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)