თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას" 2019 წლის 8 ნოემბერს ფილმის "And then We Danced" პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები არ ყოფილა საკმარისი ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოავლინოს შესაბამისი ძალისხმევა და მკვეთრი პოლიტიკური ნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, აუცილებელია გატარდეს ღონისძიებები ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების მზარდი ტენდენციის წინააღმდეგ, რაც აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში და ქმნის დაუცველ და არატოლერანტულ გარემოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: www.gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)