en
ge

ტრენინგი სისხლის სამართლის ადვოკატებისთვის „მოქმედი ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები”

ტრენინგი სისხლის სამართლის ადვოკატებისთვის „მოქმედი ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები”

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ 2019 წლის 2 დეკემბერს ორგანიზებას გაუწევს ერთდღიან ტრენინგს სისხლის სამართლის ადვოკატებისთვის, თემაზე “მოქმედი ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები”. 

„ტრენინგის მიზანია, სისხლის სამართლის ადვოკატებთან ერთად მოქმედი ნარკოპოლიტიკის გამოწვევების განხილვა, ნარკოპოლიტიკის ცვლილების მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსის განხილვა, ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს არაჰუმანურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის გაზრდა სისხლის სამართლის ადვოკატებისთვის. ამ მიზნით, ტრენინგის ფარგლებში მიმოხილული იქნება ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით საკანონმდებლო და მართლმსაჯულების პრობლემები, საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, წამალდამოკიდებულების მკურნალობასთან დაკავშირებული მიდგომებისა და ზიანის შემცირების საკითხები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)