თბილისი. ევროპის ფონდმა შექმნა სურსათის უვნებლობის აპლიკაცია უვნო (Uvno), რომელიც, პირველად საქართველოში, მარტივად ხელმისაწვდომს ხდის სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ საქართველოში მოქმედი სასურსათო ობიექტების ინსპექტირების შედეგებს 2016 წლიდან დღემდე.
აპლიკაციის მიზანია, სურსათის საწარმოებში არსებული მდგომარეობის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება, რათა მან გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს ობიექტში სურსათის შეძენის თაობაზე. მეორე მხრივ, აპლიკაცია ერთგვარი პლატფორმაა სამოქალაქო მონიტორინგისათვის, რათა მომხმარებლებს ჰქონდეთ ერთმანეთისათვის ინფორმაციის გაზიარების ქმედითი ინსტრუმენტი.
წყარო: http://www.epfound.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)