იმერეთი. 4 აპრილს ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ჰიპერტენზიის კვირეულს ფარგებში დისკუსია მოაწყო. „აიცილე თავიდან ინფაქტი და ინსულტი-აკონტროლე წნევა" –ეს გახლდათ დისკუსიის მთავარი ლოზუნგი. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე. ექიმ-სპეციალისტებმა ახალგაზრდებს გააცვნეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები ჰიპერტენზიის საკითხებზე, რომლის მიხედვით ყოველწლიურად ჰიპერტენზიით 1,5 მილიარდი ადამიანი ავადდება და 7 მილიონი კვდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველო იმყოფება მსოფლიოს იმ 5 ქვეყანას შორის, რომელთა მოსახლეობაშიც აღინიშნება არტერიული წნევის ყველაზე მაღალი ციფრები.
დისკუსია ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში