თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლას.
„საერთო სახალხო განხილვებისა და ფართო დისკუსიის შემდეგ, გუშინ საკანონმდებლო ორგანომ დაიწყო და ამ დრომდე აგრძელებს კონსტიტუციური ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვას. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით ცვლილებებს მხარს უჭერდა ყველა პოლიტიკური ჯგუფი. თუმცა პროცესმა აჩვენა, რომ მმართველ გუნდში არსებობს კრიტიკული მასა დეპუტატებისა, რომელიც ემხრობიან მაჟორიტარულ კომპონენტს და მზად არიან საფრთხე შეუქმნან რეფორმას“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს შეასრულონ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციური კანონის პროექტს“.
წყარო: https://gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)