თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ საკონსტიტუციო სასამართლოს, სახალხო დამცველის, პარლამენტის და სხვა უწყების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართა დისკუსია 2018 წლის 2 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ნარკოპოლიტიკის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
„საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპატიმრო სასჯელის გამოყენება ისეთი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და მათი ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობის შეძენა-შენახვისთვის, რომლებიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას. გადაწყვეტილება არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საგანი გახდა ნარკოპოლიტიკის საკითხზე მომუშავე აქტორებს შორის, რადგან პრაქტიკაში საკმაოდ რთულია, აღნიშნული კრიტერიუმით მკაფიოდ გაიმიჯნოს ნარკოტიკული საშუალებები და დადასტურებულად ითქვას, რომელი სუბსტანცია იწვევს სწრაფ შეჩვევასა და აგრესიულ ქცევას“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)