თბილისი. 2019 წლის ოქტომბრიდან, „საფარს“ ახალი წევრი ჰყავს – ადვოკატი თამარ ლუკავა, რომელიც ორგანიზაციაში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე იმუშავებს. „თამარ ლუკავა ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტს წევრი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატია. წინა წლებში, იგი ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისის კოორდინატორად და იურისტად მუშაობდა ადამიანის უფლებათა ცენტრში. თამარი საფარში ამჟამად სხვადასხვა საქმეებზე მუშაობს, რომელთა შორისაა თამთა თოდაძის გახმაურებული საქმეც“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)