იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართა მოსახლეობის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მერიის სამსახურების უფროსებმა და მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ფორუმის ჩატარების მიზანი გახლდათ მოქალაქეთა პრობლემების იდენტიფიცირება, მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის მიზნით; მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.
წყარო: https://www.facebook.com/LDAGeorgia
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)