თბილისი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ საელჩო, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები“, - აღნიშნულია განცხადებაში, - „დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისღები იქნება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ უფლებას ანხორციელებს, კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ“.
წყარო: https://eeas.europa.eu
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)