თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და „მწვანე ალტერნატივა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროცესებს აფასებენ.
„2019 წლის 7 ნოემბრიდან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები აქციას მართავენ. მათ სოფელში მდებარე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროს ფუნქციონირება შეაჩერეს. მოსახლეობა კომპანიის საქმიანობის შედეგად მათი სახლებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. EMC მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, უზრუნველყონ დაზარალებულთა საცხოვრისისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებების დაცვა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)