აჭარა. 19 ნოემბერს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე - ანა მჟავანაძე, ქ.ბათუმის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.
„მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, გარემოს დაცვის კუთხით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობასა და სარგებელზე. განვიხილეთ ევროპული ქვეყნების მაგალითები, რომლებსაც ნარჩენების მართვის ეფექტური სტრატეგია გააჩნიათ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და გამართეს დისკუსია. ტრენინგის მიზანია, ახალგაზრდებში გარემოს დაცვის მექანიზმებსა და ნარჩენების მართვაზე, ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)