20-დან 22 ნოემბრის ჩათვლით გორში, თელავსა და ქუთაისში, სამოქალაქო ორგანიზაციები გამართავენ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას - „თქვენთვის შეტყობინებაა“. „მისი მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე. კამპანიის ფარგლებში, მოეწყობა თეატრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები, რომელიც თვალსაჩინოს გახდის იმ უარყოფით შედეგებს, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში, თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ. ასევე გაიმართება თემატური პერფორმანსები და გამოფენები“, ნათქვამია საზოგადოება ბილიკის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)