თბილისი. ევროპის უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ( #PHR ) და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის” ( #GCRT ) ორგანიზებით ბავშვთა კონფერენცია ჩატარდა, სადაც ონლაინ ბულინგისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემები განიხილეს.
„ბავშვები ეხმარებიან მთავრობას, იმუშაონ ბავშვებისთვის“- ამ სახელწოდების კონფერენცია ევროსაბჭოს პროექტის „ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე რეაგირება საქართველოში, ფაზა 1“-ის მხარდაჭერით გაიმართა და სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბავშვთა დაცვის ევროპულ დღეს მიეძღვნა (18 ნოემბერი, 2019)“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)