თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საგარეო
საქმეთა სამინისტროდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციას აქვეყნებს. „სამინისტრომ არასრულყოფილად მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა პრემიების და 2012 წელს დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ. პრემიებთან დაკავშირებით სამინისტრომ მოგვაწოდა მხოლოდ თანამშრომლებსა და თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ჯამური რაოდენობა, მაშინ როდესაც მოთხოვნაში მითითებული იყო თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე) და თანამშრომლებზე (საერთო რაოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობა" – ნათქვამია ვებგვერდზე.
სამინისტროდან ორგანიზაციისთვის მიწოდებული
ინფორმაციით ირკვევა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე პრემიებზე სულ გაიცა 351 307 ლარი. რაც შეეხება ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, 2012 წელს ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობამ 124 668
ლარი შეადგინა.
წყარო: www.opendata.ge