en
ge

ქარტია მოუწოდებს შსს-ს დროულად გამოიძიოს „იმედის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი

ქარტია მოუწოდებს შსს-ს დროულად გამოიძიოს „იმედის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ეკლესიიდან განკვეთილი ნარიმან მაქარაშვილის (ბერი ნიკოლოზი) მიმდევრების მიერ, ზემო ფონიჭალაში, სიუჟეტის მოსამზადებლად მისული ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების ცემის ფაქტს ეხმიანება.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მკაცრად გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას. ქარტიის საბჭო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს მომხდარი და გამოავლინოს დამნაშავე პირები. ეს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. ქარტია შიშობს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელისშეშლის შემთხვევებს წაახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება“, - ნათქვამია ორგაიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად... 

წყარო: https://www.qartia.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)