მცხეთა-მთიანეთი. ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რეფორმას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ოცდაათამდე თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო სამდღიან ტრენინგში ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული სწავლების თანამედროვე სისტემებისა და მეთოდების საკითხებთან დაკავშირებით.
ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პროგრამის ENPARD ფარგლებში. მისმა მონაწილეებმა განიხილეს მაღალი კლასის პროფესიონალების დაინტერესებისა და სამსახურში შენარჩუნების გზები. მათ ასევე იმსჯელეს ადამიანური რესურსების მართვის როლზე თანამშრომლების ხელშეწყობის საქმეში.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)