თბილისი. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებენ ხელისუფლებას დაიცვან უფლებადამცველების და აქტივისტების უფლებები.
„იმ პირობებში, როდესაც სასამართლო დამოუკიდებლობა პრობლემატურ საკითხად რჩება ქვეყნაში და საქმე ეხება მმართველი პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგო პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში შესაძლო გადაცდომას, დამოუკიდებელმა მოსამართლემ სახდელის დაკისრებისას სასამართლოს მიუკერძოებლობის ეჭვები უნდა გააქარწყლოს, და არ გააღრმავოს“, - აღნიშნულია განცხადებაში, - „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მაქსიმალურად დაიცვან უფლებადამცველების, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების წევრებისა თუ მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლება და ამ თავისუფლების ყველა ფორმა, შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და სასამართლო პროცესები წარიმართოს სამართლიანი სასამართლოს და სხვა კონსტიტუციური ღირებულებების დაცვით“.
წყარო: https://hrht.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)