en
ge

მაკო გომურს სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად არ გააცნეს

მაკო გომურს სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად არ გააცნეს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, გენერალურმა პროკურატურამ მაკო გომურს სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად არ გააცნო.

„20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მაკო გომურს გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისი სტატუსი 2019 წლის 11 ნოემბერს მიანიჭა. აღნიშნულის შემდგომ, საიას ადვოკატებმა, რომლებიც მაკო გომურის ინტერესებს იცავენ, მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა. 21 ნოემბერს, პროკურატურამ ადვოკატებს და დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არასრულად გააცნეს, რითაც დაზარალებულს წაერთვა შესაძლებლობა, შეემოწმებინა და განესაზღვრა საქმეში არსებული დოკუმენტები იყო თუ არა მის შემთხვევასთან შემხებლობაში“, - ვკითხულობთ საიას განცხადებაში, - „მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას: მისცეს მაკო გომურს და მის ადვოკატებს საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად; განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაატაროს სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მაკო გომურისთვის მიყენებული დაზიანებიდან უკვე 5 თვეზე მეტი გავიდა“.

სრულად... 

წყარო: https://gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)