თბილისი. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2019 წლის 18 ნოემბერს პარლამეტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
„2019 წლის 19-20 ნოემბერს დასრულდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირის სასამართლო განხილვა, სადაც 10 პირს სხვადასხვა ვადით პატიმრობა 1 პირს - ჯარიმა, ხოლო ერთს სიტყვიერი გაფრთხილება შეეფარდა. ორივე დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ სასამართლო განხილვების მიმდინარეობას. ამ პირთა დაკავების შემდგომი და სასამართლო პროცესი საპროცესო დარღვევებით წარიმართა, რაც სწრაფ და სათანადო რეაგირებას საჭიროებს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)