თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკატერინე მესხიძის საჩივართან დაკავშირებით პირველი (სიზუსტის) პრინციპის დარღვევა დაუდგინდა 14 მედიასაშუალებას, მე-5 (შესწორების) პრინციპის დარღვევა კი - 11-ს. ეკა მესხიძის ინტერესებს ქარტიის საბჭოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რიგი მედია საშუალებების მიერ არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა. გამოქვეყნებული სადავო მასალების თანახმად, სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ სცნო და დაადგინა, რომ მისი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნულ საქმეში სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი“, - ვკითხულობთ საიას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წყარო: https://gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)