თბილისი. 23-24 ნოემბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგმა (EMC) ახალი ინიციატივის ფარგლებში, დააფუძნა სოლიდარობის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქვემო ქართლიდან, პანკისიდან, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და თბილისიდან ადგილობრივ აქტივისტებს.
„სოლიდარობის პლატფორმის მიზანია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოღვაწე აქტივისტების ერთმანეთთან დაკავშირება და საჯარო ცხოვრებაში მათი გავლენების და მონაწილეობის გაძლიერების წახალისება. პლატფორმის პირველი შეხვედრის ზოგადი თემა ეხებოდა ნაციონალიზმის ისტორიას და პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც თემატურად ლექციები წაიკითხეს მკვლევარებმა და ისტორიკოსებმა: გიორგი მაისურაძე, დავით ჯიშკარიანი, თამთა ხალვაში. სამოქალაქო ნაციონალიზმის მშენებლობის თემაზე პლატფორმის ბოლოს გაიმართა დისკუსია გიგა ბოკერიას და პაატა ზაქარეიშვილის მონაწილეობით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)