თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ორგანიზებით, 25 ნოემბერს, თბილისის 150-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, გასაცნობად და ბავშვთა უფლებებზე სასაუბროდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი კოპალიანი ეწვია.
„არაფორმალურ გარემოში, მოსამართლე პასუხობდა ბავშვების დასმულ შეკითხვებს, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა საინტერესო თემებს, მათ შორის, მოსამართლის როლს ბავშვთა და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში, მოსამართლედ გახდომის პროცედურებს, სირთულეებს, რომელიც მხარეებს შორის დავების გადაწყვეტას თან ახლავს. შეხვედრის ბოლოს ბავშვები და მოსამართლე შეთანხმდნენ, რომ მომავალი შეხვედრა სასამართლოში გაიმართება, სადაც მოსამართლე უმასპინძლებს ბავშვებს, გააცნობს სასამართლოს და ადგილზე აჩვენებს საქმეთა განხილვის პროცესს, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხებს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)