თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს ნიკა მაღლაფერიძის თვალსაზრისს, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ სოციალურ უთანასწორობას შეეხება.
„როგორც არა ერთი კვლევა აჩვენებს, უთანასწორობა ჩვენი განათლების სტრუქტურის განუყოფელი ნაწილია (1). რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ მხრივ ბოლო 10 წლის მანძილზე ვითარება აშკარად გაუარესებულია. PISA-ს შედეგების მიხედვით, 2009 წელს, ქალაქსა და სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს შორის სხვაობა 30 სატესტო ქულა იყო, დღეისთვის კი ეს სხვაობა 44 ქულას აღწევს. ასევე საგრძნობლადაა გაზრდილი სხვაობა დომინანტური ეთნიკური ჯგუფსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთა შორის“, - წერს ავტორი.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)