აჭარა. ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელებას აჭარაში.
ნოემბრის ბოლოს, ჩაქვმა უმასპინძლა კრეატული ბიზნეს სტარტაპების საწვრთნელ ბანაკს, ანუ ბუთკემპს, რომლის მუშაობაში 40-მდე ადგილობრივი მეწარმე ჩაერთო. ბუთკემპის მიზანი იყო ინოვაციური ბიზნეს იდეების გამოვლენა და მათი ავტორების ხელშეწყობა იდეების განხორციელების რეალისტური გზების შემუშავებაში. ძირითად ყურადღება დაეთმო სოფლად ახალი ტიპის მეწარმეობის ჩამოყალიბებას, რომელიც სოფლის მეურნეობის ფარგლებს გასცდებოდა.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)