შიდა ქართლი. 27 ნოემბერს გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი, გაეროს 16-დღიან კამპანიას, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ შეუერთდა.
„კამპანიის ფარგლებში, ცენტრის მოხალისეები, თეატრის ბაღში შეიკრიბნენ და ერთხმად დაგმეს ძალადობა შემოდგომის ცივ ამინდში, ახალგაზრდები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადანაწილდნენ და „ქუჩის განმანათლებლების” სტატუსით მოსახლეობის ინფორმირებაზე იზრუნეს. გარდა ამისა, სიმბოლურად ყავა და ჩაით, ტკბილეულობით, სტიკერებითა და ბევრი პოზიტივით გაუმასპინძლდნენ“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)