თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ბულინგისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მოსწავლეებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
„ამჯერად 156-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად განიხილებოდა სასკოლო სივრცეში ბულინგის სხვადასხვა ფორმები; ასევე, ბულინგისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის მათთვის ცნობილი შემთხვევები; შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი პრაქტიკული დავალებების საშუალებით მოსწავლეებმა ბულინგთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები გამოკვეთეს; მოსწავლეებმა გაიხსენეს მათთვის ნაცნობი ისტორიები, ისაუბრეს აღნიშნული მიმართულებით სკოლების გამოწვევებზე და პრობლემების აღმოსაფხვრელად თავიანთი ხედვა გაგვიზიარეს”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)