თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ანა დიაკონიძის ბლოგ პოსტს: რატომ არ არის „ევროპაში დასაქმების“ პოლიტიკა გამოსავალი.
„ცირკულარული მიგრაციის მთავარი არსი ის გახლავთ, რომ მიგრანტი გარკვეული პერიოდულობით მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ და შემდეგ აუცილებლად ბრუნდება უკან. მსგავსი ტიპის მიგრაციამ, როგორც ამბობენ, სამმხრივი სარგებელი უნდა მოიტანოს: არგოს როგორც გამგზავნ, ისე მიმღებ ქვეყანას და თავად მიგრანტს. ასევე მნიშვნელოვანი დაშვებაა ის, რომ მსგავსი სახით დასაქმების დროს მიგრანტი უცხო ქვეყანაში ახალ უნარებს და კომპეტენციას იძენს, რაც უკან დაბრუნების შემდეგ მას შესაძლებლობას აძლევს უფრო კარგი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო იპოვოს. თუმცა, რაც უკვე არსებული გამოცდილებით ვიცით, ქართველი ცირკულარული მიგრანტები უკან ზუსტად იმავე რეალობას უბრუნდებიან, რომელსაც თავი დააღწიეს: ან საერთოდ ვერ ახერხებენ დასაქმებას ან ისევ იმ სამუშაოს ასრულებენ, რასაც მანამდე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)