თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციის გაშუქებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხმიანება.
„ქარტიის საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს, 29 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და ხელშეშლის ფაქტებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ეთიკის ქარტია გმობს სამართალდამცავების მსგავს ქცევას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, უზრუნველყოს აქციებზე ჟურნალისტების უსაფრთხოება და იზრუნოს მათთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნაზე. ასევე მკაცრი მითითება მისცეს აქციებზე მომუშავე სამართალდამცავებს და განუმარტოს, რომ ჟურნალისტებს სრული უფლება აქვთ მსგავსი აქციები დაუბრკოლებლად გააშუქონ, პოლიციას კი კანონით ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვაც ევალება“.
წყარო: www.qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)