თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორება მოსთხოვა და ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოიჩინა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა მიიჩნევს, რომ „დაუშვებელია ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, მათ შორის დირექტორის მხრიდან“. ორგანიზაცია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)