თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს მარიამ ჯანიაშვილი ბლოგპოსტს: სათანადო საცხოვრებელი - შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის უპირობო საფუძველი.
„შშმ პირთა საერთაშორისო დღე სიმბოლურად კიდევ ერთხელ ახსენებს მსოფლიოს ამ ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებების იმ მძიმე დარღვევებისა და მასობრივი გარიყვის შესახებ, რასაც ისინი მუდმივ რეჟიმში დღემდე განიცდიან. შშმ პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების შინაარსის ანალიზისას ნათელი ხდება, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მხოლოდ სიღარიბეში მცხოვრები შშმ პირებისაკენ - გათვალისწინებული უნდა იყოს ის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც ნებისმიერ შშმ პირს საზოგადოების დანარჩენ წევრებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)