შიდა ქართლი. 4 დეკემბერს „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრს“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში ესტუმრა სახალხო დამცველის აპარატის გორის წარმომადგენელი, ანა ჯანიაშვილი.
„ანამ შშმ ახალგაზრდებს ძალიან მარტივი ენით გააცნო საკუთარი უფლებები და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ახალგაზრდებისგანაც წამოვიდა უკუკავშირი და ბავშვებმა გულახდილ საუბრებში რამდენიმე ისტორია გააჟღერეს ხმამაღლა, რომელიც საზოგადოებაში მათ ბულინგს ეხებოდა“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)