თბილისი. 4 დეკემბერს გაიმართა დასკვნითი ღონისძიება PHR და EMC-ის ერთობლივი პროექტისა „თანასწორი გარემოს ხელშეწყობა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გამოყენებით“.
„დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს პროექტის მიზნები, შედეგები, პროექტის ფარგლებში შემუშავებული ანგარიშები და პოლიტიკის დოკუმენტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა დაინტერესებული პირები“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)