თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებების (PHR) იურისტი ანა თავხელიძე მონაწილეობდა ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI-ის პროექტის „პერსონალური ინფორმაციის დაცვა, როგორც სექსუალური და რეპროდუქციული უფლება“ შემაჯამებელ ღონისძიებაში.
„შეხვედრის დამსწრეებს PHR-ის წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების ჭრილში პერსონალური მონაცემების დაცვაზე ესაუბრა. ანამ ყურადღება გაამახვილა არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებსა და გამოწვევებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ბავშვების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შემთხვევებსა და სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტურ რეაგირებაზე“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)